ახალი ამბები

აგარის სკოლის მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭა

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის მასწავლებელს ელზა ხომასურიძეს მენტორის სტატუსი მიენიჭა. ელზა 1982 წლიდან ბიოლოგიას ასწავლის. 

“მასწავლებლობა 1982 წელს დავიწყე ქარელის პროფესიულ სასწავლებელში ბიოლოგიის მასწავლებლად, ხოლო 1998 წლიდან ვმუშაობ აგარის საჯარო სკოლაში. მასწავლებლობა ჩემთვის ის საქმეა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, ვინ და რა პროფესიის უნდა ვყოფილიყავი. დილა რომ თენდება, მიმიხარია სკოლაში, სადაც ჩემი მოსწავლეები მხვდებიან, მესალმებიან ღიმილიანი სახით, მათთან ყველა ახალი დღის გატარება ჩემთვის ბედნიერებაა”, – ამბობს ელზა ხომასურიძე. 

დატოვეთ კომენტარი