ახალი ამბები

ჩემპიონატი გორელმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

გორის სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, გოგონებსა და ვაჟებში.

ასპარეზობა მიმდინარეობდა 7-7 (ვაჟები, გოგონები) წონით კატეგორიაში.

გორიდან ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ – გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის და კლუბ ,,გორიჯვარის“ ძიუდოისტები.

შეჯიბრება გორელმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ოქრო

  • გიორგი ტერაშვილი (73 კგ. კლუბი ,,გორიჯვარი“)
  • ეთერ ასკილაშვილი (70 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლა)

ვერცხლი

  • ლუკა თურაზაშვილი (81 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლა)
  • სალომე სტეფნაძე (63 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლა)

ბრინჯაო

  • ალეკო კასრაძე (66 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლა)
  • ლუკა ბაბუციძე (81 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლა)
  • არჩილ მამულაშვილი (90 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის სკოლა)
  • მარიამ ბურძენაძე (57 კგ. გორიჯვარი)
  • მარიამ მაისურაძე *+78 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სკოლა)

საქართველოს ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია იყო. ღონისძიება გორში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერით ჩატარდა.

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრების შედეგების მიხედვით, დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2023 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.