ახალი ამბები

კარბში მანქანა ერთ – ერთი ადგილობრივის სახლს დაეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში – სოფელ კარბში, მსუბუქი ავტომობილი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ღობეს , შემდეგ კი ელექტრო ენერგიის ძელს შეეჯახა.

როგორც “მოზაიკას” წყარო უყვება, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლოცია, მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.