ახალი ამბები

ხაშურის 32 საჯარო სკოლიდან ერთმა მოქმედმა დირექტორმა გამოცდა ვერ ჩააბარა

“მოზაიკას” ინფორმაციით, ხაშურის 32 საჯარო სკოლიდან ერთმა მოქმედმა დირექტორმა გამოცდა ვერ ჩააბარა. 

როგორც ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ამბობს, დირექტორობის კონკურსში მონაწილეობისთვის გამოცდის ჩაბარება 15 დირექტორს წელს აღარ სჭირდებოდა. ზვიად გოგუაძეს არ აქვს ინფორმაცია, დანარჩენი 17 სკოლის შემთხვევაში, დირექტორობის რამდენი შემსრულებელი გავიდა გამოცდაზე. 

“ხაშურის 32 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლიდან 15 კონკურსის გავლა აღარ სჭირდებათ რადგან მათ სერტიფიკატები 2014 წელს აიღეს, დარჩენილი 17 სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთაგან გამოცდაზე, რამდენი გავიდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს”, – გვითხრა გოგუაძემ. 

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდის ჩასაბარებლად, საქართველოს მასშტაბით 3 205 დირექტორობის მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე კი – 1 839. გამოცდის ტესტი წარმატებით 755 დირექტორობის მსურველმა ჩააბარა.

დატოვეთ კომენტარი