ახალი ამბები

ზერტში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. 

საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ტენდრი გამოაცხადა. 

საბავშვო ბაღის შენობა უნდა იყოს გათვლილი 8 ჯგუფზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: 

  • ჯგუფის ოთახი 25 ბავშვზე [გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე, საძინებელი , სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი);
  • დირექტორის ოთახი;
  • პერსონალის ოთახი;  
  • სანკვანძი პერსონალისათვის;
  • საშხაპე;
  • დამხმარე (სამეურნეო) სათავსო;
  • დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსოთი;  
  • კვების ბლოკი;
  • სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
  • საუთოვებელი ოთახი;
  • სამრეცხაო ოთახი;
  • თეთრეულის შესანახი სათავსო;
  • დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსოთი;
  • სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
  • ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
  • ჰოლი; მნის ოთახი;
  • დაცვის ოთახი.

შენობა Design-Build მეთოდით აშენდება და 4 500 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესრულების ვადა 18 თვეა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.