ახალი ამბები

ატენელი ცოლ – ქმარი პასკებს უფასოდ არიგებენ 

გორში, გორის ციხესთან, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში სააღდგომო – გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქტი და ხელნაკეთი ნივთები აქვთ გამოტანილი. 

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას ატენელი ცოლ-ქმარი, ქეთი ბარჯაძე და თორნიკე ხიბლიშვილი იღებენ, რომლებიც პასკებს უფასოდ არიგებენ. 

“მესამე წელია, რაც პასკებს უფასოდ ვარიგებთ. წელსაც ტრადიცია არ დავარღვიეთ და გამოვედით. 300 პასკა გვაქვს გამოტანილი. დღის ბოლომდე აქ ვიქნებით. თუ ,რამე დარჩა ხიდისთავის ეკლესიაში მივიტანთ და იქ დავურიგებთ შეჭიტვებულ ოჯახებს”, – ამბობენ ისინი. 

ინფორმაციისთვის, ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალისა და გორის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლობით და  გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა – კურთხევით ეწყობა. შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.