ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპული მიხეილ მაზანაშვილი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს 

მშობლიურ სოფელში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადაასვენეს.

ზერტის შესასვლელში ადგილობრივები შეიკრიბნენ და მიხეილ მაზანაშვილი სახლამდე ხელით მიაცილეს.

გმირულად დაღუპულ თანასოფლელებს საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირი დროშებით დახვდნენ. 

ინფორმაციისთვის, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართა. მას 18 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.