ახალი ამბები

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად კლარა გელაშვილი დაინიშნა

ხაშურის მერიის დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ის, საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად კლარა გელაშვილი დაინიშნა. 

გელაშვილი აქამდე დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის სახელობის ფონდების მცველი იყო.

შეგახსენებთ, რომ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის პოზიცია თითქმის ერთი წელი ვაკანტური იყო და დირექტორის მოვალეობას ბიბლიოთეკის ბუღალტერი მზია ყიფშიძე ასრულებდა. ამის შესახებ “მოზაიკამ” მასალა ერთი კვირის წინ მოამზადა. მაშინ ხაშურის მერმა თქვა, რომ დირექტორი ახლო მომავალში დაინიშნებოდა. 

ამავე თემაზე: ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებას წელიწადზე მეტია დირექტორი არ ჰყავს

გელაშვილამდე, საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად მაკა დიდებულიძე მუშაობდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი