ახალი ამბები

ფანჩატური, ატრაქციონები – რის გაკეთებას აპირებს ქარელის მერია ცენტრალურ სკვერში

ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე ცენტრალური სკვერი რეაბილიტაცია იგეეგმება.

“ქარელში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრირცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაოება უკვე დაწყებულია”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ, ქარელის მერის მოადგილემ. 

პროექტის საორიენტაციო ღირებულება 1 800 000 ლარია. როგორც მაწონაძე ამბობს, საპროექტო დავალების მიხედვით უნდა განხორციელდეს:

  • საფეხმავლო ბილიკები;
  • დეკორატიული განათება;
  • საპარკე სკამები;
  • საჩრდილობელი ფანჩატურების მოწყობა;
  • საბავშვო ატრაქციონების მოწყობა,
  • სარწყავი სისტემის მოწყობა;
  • მწვანე ნარგავების განაშენიანება.

ინფორმაციისთვის, ქარელის ცენტრალური სკვერის ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარეობს. ეს ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა ქალაქში.

ამავე თემაზე: ქარელის სკვერი, რომელზეც 38 000 ლარი დაიხარჯა, მოქალაქეებმა გაძარცვეს – ფოტოები

2015 წელს, მისი მოწყობისთვის 38 000 ლარი დაიხარჯა – დაიგო ფილაქნები, დამონტაჟდა სკამები, ლამპიონები და საბავშვო ატრაქციონები, თუმცა ამ დროისთვის სკვერი მოუვლელი და უსარგებლოა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი