ახალი ამბები

შიდა ქართლში იარაღის უკანონოდ შენახვისთვის  დააკავეს ერთი პირი, ერთი კი ამხილეს 

შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. 

შსს- ს ცნობით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული ლ.ა.

“საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა, ხოლო მხილებული პირის – 1959 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის 16 ადამიანი დააკავეს. 

დატოვეთ კომენტარი