ახალი ამბები

ბერბუკში კობლიაშვილების ოჯახს საცხოვრებელი კოტეჯი გადასცეს 

ბერბუკში კობლიაშვილების უსახლკარო, 7 წევრიან ოჯახი, აღდგომის დღესასწაულს ახალ საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

კობლიაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მულაროვი ესტუმრნენ.

მერიის განმარტებით, ოჯახი წლებია გორის მუნიციპალიტეტის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა, რომლის ფარგლებშიც უწყება მიუსაფარ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ბინის ქირას უფინანსებს.

უწყების ცნობით, მერია მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯით ჯამში ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.