ახალი ამბები

ქარელის ცენტრალურ სკვერში 150 ნეკერჩხლის და ცაცხვის ხეები გახმა – ვასიკო ბაქრაძე

ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ სკვერში 150 ნეკრჩხლის და ცაცხვის ხეები გახმა, – ამბობს ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ვასიკო ბაქრაძე. 

პარტიის “საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, 2018-2019 წელს ქარელის ცენტრალურ სკვერში ნეკერჩხლის და ცაცხვის 150 ხე დაირგო, რომელიც მოუვლელობის და უყურადღებობის გამო გახმა.

“მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია და ვურჩევ ქარელის მერს და მერიას, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოეპყრან ასეთ დიდ საჩუქრებს. იგივე ჯიშის ნერგები ჩემი კულტურის სამსახურის უფროსობის დროს გადაირგო კულტურის სახლის ეზოში და შეგიძლიათ ნახოთ, იქ გახარებული და გაზრდილია ეს ნერგები, იმიტომ, რომ ჩვენ მათ მოვუარეთ”, – აღნიშნა ვასიკო ბაქრაძემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი