ახალი ამბები

კასპის 8 სოფელში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება – ჩამონათვალი

კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

კასპის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კასპის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა იგეგმება:

  • ფერმაში;
  • ოკამში;
  • ლამისყანაში;
  • მეტეხში;
  • ახალციხეში;
  • ქვემო გომში;
  • თვალადში;
  • ახალქალაქში;

სამუშაოების დასაწყებად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი