ახალი ამბები

ხაშურის #7 სკოლასთან მოწყობილ სტადიონს კიბე გაუკეთდება – მერია 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია “მოზაიკას” მიერ #7 სკოლასთან მოწყობილი სტადიონის შესახებ მომზადებულ მასალას გამოეხმაუარა. 

მერიის თქმით, მასალაში აღწერილი პრობლემები უახლოს მომავალში მოგვარდება. 

“როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, სტადიონის ერთ-ერთ კართან მისასვლელი ნამდვილად საჭიროებს კიბეს. ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში იქნება მოგვარებული”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

უწყების თქმით, ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია კარის პრობლემა. 

“რაც შეეხება სტადიონზე შესასვლელ კარს და დაზიანებულ ფარს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ეს გახლდათ მექანიკური დაზიანება, რომელიც, მაღალი ალბათობით უკეთეს შემთხვევაში დაუდევრობის შედეგია, უარეს შემთხვევაში კი განზრახ ნამოქმედარი. აქვე ვაცნობებთ მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით კარიც და ფარიც უკვე აღდგენილია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ “მოზაიკამ” დღეს გამოაქვეყნდა მასალა, სადაც სკოლის მასწავლებლის მონათხრობზე დაყრდნობით, აღწერილი იყო მერიის მიერ მოწყობილ სტადიონზე არსებული პრობლემები. 

ინფორმაციისთვის, ხაშურის #7 საჯარო სკოლის ეზოში მინი სტადიონის მშენებლობა  მერიამ გასულ წელს დაასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.