ახალი ამბები

ხაშურის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძველი საბრძოლო იარაღების გამოფენა გაიხსნა

ხაშურის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ძველი საბრძოლო იარაღების გამოფენა გაიხსნა, რომელიც ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით ექსპონატებს მოიცავს. ექსპონატები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

“გამოფენა ეძღვნება ჩვენი მხარის ტერიტირიაზე დაცულ ძველ საბრძოლო საჭურებს. მოგეხსენებათ, რომ ხაშურის მუზეუმში დაცულია დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალა, რაოდენობა 80 000 აჭარბებს. ამ მასალიდან ძირითადათ არის ხაშურის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად მოპოვებული უნიკალური კოლექციები, რომლებიც ნათელს ფენენ ჩვენი ქვეყნის წარსულს”, – განაცხადა ჯონდო ქიტიაშვილმა, მუზეუმის არქეოლოგიური ფონდების მცველმა. 

გამოფენა, მუზეუმში ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი