ახალი ამბები

მოხისში სასმელ წყალს მერის წარმომადგენელი ქლორავს – ენმ

მოხისში დევნილთა დასახლებაში წყლის დაქლორვას მერის წარმომადგენელი ოთარ ელიაშვილი ახდენს, – განაცხადა  ქარელის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის წევრმა. 

თამარ დიასამიძის თქმით, მსგავს ფაქტს რამდენჯერმე თავად შეესწრო. 

“რამდენჯერმე მე შევესწარი ამ ფაქტს. როგორც ვიცი, ამ ქლორს თავისი ნორმები აქვს, ზედმეტი თუ მოგივიდა, შეიძლება, წყალი მოიწამლოს. ვინ ახდენს ამის კონტროლს, იქნება ამ ფაქტით დაინტერესედეს ვინმე?”, –  აღნიშნა თამარ დიასამიძემ.

საკრებულოს სხდომაზე, ფაქტი მართველი გუნდის წარმომადგენლებმა არ უარყვეს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა კი განმარტა, რომ წყლის კონტროლი მათი კომპეტენცია არ არის. 

“წყლის კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციები გავცეთ მხოლოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს წყლის ხარისხის შემოწმება. ამისთვის არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური და მათ უნდა მიმართოთ”, – აღნიშნა ირინე ფარეხელაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი