ახალი ამბები

გორში, ჭალის დასახლებაში არსებული სკვერიდან საქანელები მოიპარეს

გორში, ჭალის დასახლებაში არსებული სკვერიდან საქანელები მოიპარეს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში დაზიანებულია სკამები.

“ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს. ჩამოხსნილია საქანელები ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერშიც. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა ატრაქციონების, მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი. გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ქალაქს”, – აცხადებენ მერიაში.

დატოვეთ კომენტარი