ახალი ამბები

2022 წელს ეშერიხიოზით რუისში ერთი პიროვნება გარდაიცვალა – ჯანდაცვის ცენტრი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 2022 წელს 62 წლის ქალი ეშერიხიოზით გარდაიცვალა, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ისაუბრა. 

“62 წლის ქალმა გორში მოძრავ ბაზარში ნესვი შეიძინა, რომელიც გარეცხვის გარეშე მოათავსა მაცივარში, რასაც დროდადრო მიირთმევდა. ოჯახში ასევე ჰყავდათ საქონელი, სადაც ბევრი ბუზია, რაც დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, ამ პიროვნების გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა”, – განაცხადა ცენტრის უფროსმა, ირინე ფარეხელაშვილმა.

მისივე ცნობით, მუნიციპალიტეტში ეშერიხიოზის ჯამში 7 ფაქტი დადასტურდა, თუმცა 6 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი