ახალი ამბები

14 წლის გოგონა მასზე სექსუალურ ძალადობას ადასტურებს – პროკურორი

14 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 63 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, საქმის მასალებში 14 წლის გოგონას ჩვენებაც დევს. 

“საქმეში არის საკმარისი მტკიცებულება, რითიც დასტურდება, რომ 63 წლის კაცი არის დამნაშავე, მსხვერპლი ადასტურებს ძალადობას და მისი ჩვენებაც დევს საქმეში”, – განაცხადა პროკურორმა, ბაჩანა ქარუზაშვილმა. 

დაკავებულის ჯანმრრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი საავადმყოფოში გაიმართა.

მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, ის “ოქროს მოწმის” პირადი შურისძიების მსხვერპლია. 

დატოვეთ კომენტარი