ახალი ამბები

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი იზოლატორიდან, ისევ კლინიკაში გადაიყვანეს 

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი იზოლატორიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა დამძიმდა და შესაძლოა სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს.  

მას გულის შეტევა და ჰიპერტონიის ნიშნები აქვს. პარალელურად კი, აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობას იწყებს სასამართლო.

“იმის მიუხედავად, რომ ბრალის წარდგენა მოხდა სტაციონალში, კლინიკიდან გვიან ღამით გადმოიყვანეს დროებით მოთავსების იზოლატორში, თუმცა მისი მდგომარეობა მკვლავ დამძიმდა და ექიმის რეკომენდაციით კვლავ საავადმყოფოში გადაყვანა. სავარაუდოდ, აღკვეთი ღონისძიების განხილვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გარეშე მოხდება. მე ვითხოვ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვინაიდან იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ. მას ბრალი წარედგინა ე.წ. ცრუ მოწმის პირადი შურისძიების საფუძველზე”, – ამბობს ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი. 

პროკურატურა დაკავებულის წინასწარ პატიმრობაში გაშვებას მოითხოვს. 63 წლის კაცს 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მას 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი