ახალი ამბები

გარდაცვლილი 35 წლამდე მამაკაცია – რა ვერსიები ვრცელდება მომხდარზე 

მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებაში აღმოჩენილი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  მეჯვრისხევში მცხოვრები 35 წლამდე მამაკაცია. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეფრინველეობის ფაბრიკასთან ახლოს, მიტოვებულ ადგილას იპოვეს. ცხედარს აღენიშნებოდა დაზიანებებიც. 

“არ ვიცით იქ რატომ იყო, სიმაღლიდან არის გადმოვარდნილიო, ზუსტად ჩვენც არ ვიცით, ყველა შოკში ვართ”, – უთხრა “მოზაიკას” გარდაცვლილის ახლობელმა. 

ამ დრომდე, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა შსს-მ გამოძიება 115 – მუხლით დაიწყო. 

ცხედარი დღეს, 30 მარტს იპოვეს. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობნენ სამართალდამცავები, თუმცა მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მიეცათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.