ახალი ამბები

შიდა ქართლში განქორწინების სტატისტიკა გაიზარდა – საქსტატი

შიდა ქართლში განქორწინების სტატისტიკა გაიზარდა, – მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს შიდა ქართლში 683 წყვილი განქორწინდა, 2022 წელს კი 914.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

დატოვეთ კომენტარი