ახალი ამბები

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული შეუძლოდ გახდა 

ქარელში სექსულურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი შეუძლოდ გახდა. 

63 წლის მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა აქვს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული შეუძლოდ იმ დროს გახდა, როცა მისთვის ბრალი უნდა წარედგინათ. 

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონაზე განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. 

დატოვეთ კომენტარი