ახალი ამბები

ხაშურის მერია 20 მეტრიან სადროშე ბოძში 20 000 ლარს გადაიხდის

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 20 მეტრიანი სადროშე ბოძს შეიძენს.

უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც ჩანს, რომ სადროშე ბოძისთვის ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას აპირებენ. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 49 დღეში უნდა შესრულდეს.

დატოვეთ კომენტარი