ახალი ამბები

ქარელის მერიამ საკუთარ ა(ა)იპ-ებს დაფინანსება 1 938 507 ლარით გაუზარდა

ქარელის მერიამ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს დაფინანსება 1 938 507 ლარით გაუზარდა. 5 ა(ა)იპ-ის შენახვისთვის, 2023 წელს ქარელის ბიუჯეტიდან 9 139 200 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ა(ა)იპ-ების დაფინანსების შესახებ “მოზაიკამ” ინფორმაცია ქარელის მერიისგან გამოითხოვა. მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ჯამურად 7 200 693 ლარი დაიწყო.

წინა წლის მსგავსად, ყველაზე მაღალბიუჯეტიან ა(ა)იპ-ებად, წელსაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება და კეთილმოწყობის სამსახური რჩებიან.

ა(ა)იპ-ის დასახელება2022 წელი2023 წელი
კეთილმოწყობის სამსახური2 516 2002 784 000
კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება923 7201 144 000
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება2 598 0003 589 200
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი125 000150 000
სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება1 037 7731 472 000
ჯამი: 7 200 6939 139 200
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი