ახალი ამბები

18 წლის მარიამ მელაძეს ოპერაციისთვის 45 000 დოლარი სჭირდება – ოჯახი დახმარებას ითხოვს

18 წლის მარიამ მელაძეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ჩასატარებლად 45 000 დოლარი ესაჭიროება. მას ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს.

ოჯახი საჭირო თანხის შესაგროვებლად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

“ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით.  ჩემს დას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, რომელიც თურქეთის კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს. ის 18 წლისაა, ჯავახიშვილის სტუდნტია, წელს ჩააბარა და ძალიან უნდა სწავლის გაგრძელება. ერთი დადებითი ისაა,რომ დონორად მე გამოვდექი. 19 მარტს მივფრინავთ თურქეში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საშუალება 45 000 დოლარის შოვნის, ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ მჭირდება თქვენ, საზოგადოებისი დახმარება. თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – ამბობს გიორგი მელაძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე: 

GE11TB7213445061100103

GE38BG0000000543458728

მიმღები: ზვიად მელაძე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.