ახალი ამბები

ქარელის საჯარო სკოლებში რაგბის სწავლება დაიწყება – გადამზადდებიან მასწავლებლებიც

ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რაგბის სწავლება დაიწყება. ამისათვის განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს ინვეტარი შეუძინა.

ქარელის რესურცენტრის ინფორმაციით, ქარელისთვის შეძენილია 17 538,6 ლარის ღირებულების რაგბის ინვენტარი.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შესყიდული 17 538,6 ლარის ღირებულების რაგბის ინვენტარი უსასყიდლოდ გადაეცა ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.”

დაგეგმილია მასწავლებლების გადამზადებაც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი