ახალი ამბები

“არ გვაქვს იმედი, რომ გამიძიებენ” – ენმ-ს ოფისს თავს მეათედ დაესხნენ

გორში, ენმ-ს ოფისის მინები ჩაამსხვრიეს. პარტიის წევრების თქმით, ეს ოფისზე თავდასხმის მე-10 შემთხვევაა. 

ენმ-ს წევრი, ანი ბალიაშვილის თქმით, პოლიციის იმედი არ აქვთ, რადგან მსგვავსი შემთხევებისთვის სათანადოდ არავინ დასჯილა. 

“არ გვაქვს იმედი, რომ ამჯერად მაინც გამოიძიებს პოლიცია და პასუხს აგებინებს დამნაშავეებს, რადგან 10 შემთხვევიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში იქნა გამოვლენილი დამნაშავე, და ისიც ძალიან მსუბუქად იქნა პასუხისგებაში მიცემული, აქედან გამომდინარე არც ამჯერად გვაქვს იმედი, რომ ვინმე რამეს გამოიძიებს. ვფიქრობთ, რომ აზრი არა აქვსს პოლიციას მივართოთ, რადგან ისინი მფაველობენ სწორედ კრიმინალებს, სწორედ ისინი ახალისებენ ამ ბანდას”, – განაცხადა ანი ბალიაშვილმა.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.