ახალი ამბები

გორში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაზარალებულების ახლობლებმა აქცია გამართეს

რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაზარალებულების ახლობლებმა და ნათესავებმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა საბაშვილის ახლო გარემოცვა მოკლულზე და დაჭრილზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულეს. აქციის მონაწილეების თქმით, კობერიძეს და ღვინიაშვილს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონიათ და არც ბიზნესმენის რეკეტში არ მონაწილეობდნენ.

ისინი თვლიან, რომ ფულის გამოძალვის საქმეზე გამოძიებას უსამართლოდ ყავს დაკავებული რატი მამედოვიც.

“ამ შემთხვევის შემდეგ, ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ვითომდა ფულს ძალავდნენ მას, ღვინიაშვილი, კობერიძე და მამედოვი. ეს ფაქტი არანაირად არ დასტურდებოდა და უფრო მეტიც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თვით ბრალდებულმა სააპელაციო სასამართლოს მისცა ჩვენება და უარყო, რომ მას რაიმე სახის შეხება ჰქონდა მამედოვთან, კობერიძესთან და ღვინიაშვილთან. აქედან გამომდინარე, რომ ის ვერსია რომ თითქოს მას სძალავდნენ თანხას და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ აღარ არსებობს”, – ამბობს დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის ადვოკატი. 

ცნობისთვი, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ახალგაზრდა ბიზნესმენმა სადგურის დადახლებაში ერთი მამაკაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა. გამოძიების ვერიით მან შური იძია , რადგან კობერიძე და ღვინიაშვილი მამედოვთან ერთად მას ფულს სძალავდნენ და ავტოსერვით უფასოდ სარგებლობას ითხოვდნენ.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ე.წ. რეკეტის საამეზე შესაძლოა ბრალდებულად ცნონ დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი, რომელიც ამ დრომდე ჰოსპუტალში გადის მკურნალობის კურსს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.