ნინო უმეკაშვილი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. მას სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის ძველი შენობის ერთ ოთახში ხელოვნების სკოლა და სამკერვალო აქვს მოწყობილი.
მისი თქმით, დენის შეწყვეტის გამო, მოსწავლეების მიღებას ვეღარ ახერხებს და შესაძლოა სკოლის დახურვა მოუწიოს.
“სოფელ მეჯვრისხევში ხელოვნების სკოლა და სამკერვალო გავხსენი.მოსწავლეებთან ერთად ვმონაწილეობ ტურისტულ გამოფენა ბაზრობებში. ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი მოწადინება. მთავრობამ სკოლაში შუქი ჩამიჭრა და პასუხისმგებლობა მოიხსნა შენობის უსაფრთხოებაზე. ნებისმიერ დროს შეიძლება გატეხონ ხელოვნების სკოლის კარები და დააზიანონ ძვირადღირებული სამკერვალო მანქანები. იძულებული ვარ სკოლა დავხურო”, – ამბობს ნინო უმეკაშვილი.
ნინო ამბობს, რომ ამ დრომდე დენის გადასახადს სახელმწიფო უხდიდა, თუმცა ახლა შეუწყვიტეს.
“წლებია იხდიდნენ. ახლა ამორტიზებული, რომ არის შენობა, ცეკვის და მუსიკის ბავშვები გაიყვანეს და მე და ჩემი ბავშვები დავრჩით ჰაერში”, – ამბობს ნინო.
ინფორმაციისთვის, ნინო უმეკაშვილი სამკერვალოში პანდემიის დროს მოსახლეობისთვის პირბადეებს უფასოდ კერავდა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, ის წლებია ავარიულია, მისი რეაბილიტაციის სურვილი ადგილობრივებმა 2021 წელსაც გამოთქვეს, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
ქალი, რომელმაც სოფელში სწავლის და დასაქმების სივრცე შექმნა
მასწავლებელი საოკუპაციო ხაზიდან, რომელიც ახალგაზრდებს ხელსაქმეს ასწავლის