ახალი ამბები

 “დაგეწვათ 37 მანეთიანი ტვინები” – ზაზა მეხრიშვილი ხაშურის თოჯინების თეატრს

ხაშურის თოჯინების თეატრმა ალექსეი ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი “ბურატინოს თავგადასავალი” დაანონსა, რომელმაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

ზაზა მეხრიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აფიქსირებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე აღნიშნული სპექტაკლის გამართვა უადგილოა.

“ხაშურში ა(ა)იპის ხელმძღვანელმა და თეატრის მამა მარჩენალმა ბატონმა ბოლოკაძემ ამ გაგანია რუსიფიკაციის ფონზე რუსული ბურატინოს სპექტაკლი შემოგვთავაზა მოსახლეობას და ბავშვებს. დეგეწვათ 37 მანეთიანი ტვინები”, – წერს მეხრიშვილი

ხაშურელების ნაწილი მეხრიშვილის მოსაზრებას იზიარებს და თეატრს რუსული სპექტაკლის გამაეთვას არ უწონებს.

“სასაცილო კი არა საირალია. ყველა სიმბოლიკას აქვს ეროვნული დატვირთვა, თოჯინას, სამოსს, გერბს, დროშას, ცეკვას და სიმღერას”, – ნატო კიკაძე.

“რამდენი გადაუხადა ამის დადგმაი ოცნებამ?”, – რამაზ გელაშვილი.

“სხვათაშორის ეგ ადრე ” ჭიპმოჭრილი” ნაცი იყო მთელი თავისი დასით, მერე გახდა ქოცი. ვერ ვიტან ყვარყვარეებს”, – მარია ხაზარაშვილი.

​ფოტო: ზაზა მეხრიშვილი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.