ახალი ამბები

“რაც ევროპასთან ურთიერთობას დააზიანებს, ვერასოდეს მივესალმები” – გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი

ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ ინიცირებულ კანონპრეოქტს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება.

ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, განათლების მიმართულებით უცხოურ დონორ ორგანიზაიებს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული და მათი მხარდაჭერა დასაფასებელია.

” რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში. მაგალითად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირდა ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე 12 საჯარო სკოლა და კიდევ 1 სკოლა – ამერიკის სამხედრო ინჟინერთა კორპუსის მიერ. ასევე მილენიუმის პროექტი იყო ლიდერობის აკადემია – საჯარო სკოლების დირექტორთა პროფესიული ზრდისთვის განკუთვნილი სამწლიანი პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს USAID -ის სამოქალაქო განათლების ხუთწლიანი პროგრამა, სადაც ჩვენი 17 სკოლაა ჩართული. მე არ ვიცნობ ამ კანონს, თუმცა ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ რაც ევროპულ არჩევანს დააზარალებს, ვერ მივესალმები, რადგან ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის კონსტიტუციური ნებაა. არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა უცხოურ მხარდაჭერაზე აღნიშნული კანონი დამტკიცების შემთხვევაში, მაგრამ მხარდაჭერა, რაც განათლების სფეროში გვაქვს მიღებული ცალსახად მნიშვნელოვანია. კიდევ გავიმეორებ, რაც ევროპასთან ურთიერთობას დააზიანებს, ვერ და არ მომეწონება ვერასდროს”, – უთხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა “მეტალაბს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.