ახალი ამბები

“ეს კანონი მავნებლობაა და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს” – გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა ამ კანონპროექტის წარმომავლობა კი არა, მისი შინაარსია. 

“ეს კანონი მავნებლობაა და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის მომავალი ისე როგორც მას (მათ) სურს! ამერიკული, რუსული, თუ აფრიკული, – ეს სიტყვებით თამაშია. მთელი პრობლემა შინაარსშია და იმაში, რომ ქვეყნის საბოლოოდ მოგუდვა სურთ და მხოლოდ მაშინ გაუშვებენ კისრიდან ხელს, როცა მათ მოუნდებათ მერე ისევ მოუჭერენ“, – წერს ის.

გიორგი სუხიტაშვილის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე ეკლესის ხსენება მორალურ ჩარჩოებს სცდება.

ეს ყველას ეხება და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს მათ მშობლებს და პედაგოგებს. კარგად დაფიქრდით რა გვსურს ჩვენი მომავლისთვის. ამ ყველაფერში ეკლესიის და ღმერთის ხსენება დიდი უნამუსობაა, ერთი ხელით მომავალს გვართმევენ და თუ შეეპასუხები სატანის მიმდევარი ხარ ხოლო თვითონ წმინდა გიორგები. ჩვენი ისტორიული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ “აგენტურის” გადარჩენილია”, – წერს სუხიტაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.