ახალი ამბები

“რა პასუხს აძლევთ ლია ჩლაჩიძეს, რომელმაც გრანტებით ოკუპაციის მუზეუმი გააკეთა?” – თეონა აქუბარდია

პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ  იურიდიული  კომიტეტის სხდომაზე, აგენტების შესახებ კანონის განხილვისას მმართველი პარტიის წევრებს მიმართა. 

“რა პასუხს აძლევთ ლია ჩლაჩიძეს, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, რომელმაც თავისი დანგრეული სახლი, სწორედ დასავლური გრანტებით აღადგინა, გაარემონტა და ოკუპაციის მუზეუმი გააკეთა. თხოვნა მექნება, რომ მიხვიდეთ და ნახოთ ეს მუზეუმი. რას ეტყვით იულია ხარაშვილს, რომელიც  წლებია საოკუპაციო ხაზთან ეხმარება ქალებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და ხშირად უყურადღებოდ არიან ხელისუფლების მხრიდან, ეს ადამიანი მათ დასავლური გრანტებით ეხმარება”, –  მიმართა თეონა აქუბარდიამ კომიტეტის წევრებს. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

დატოვეთ კომენტარი