ახალი ამბები

ავარია გორში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა.

“17 წლის ბავშვები ისხდნენ, არავინ დაშავებულა, ბავშვებმა გადმოსვლა მოახერხეს მანქანიდან”, – ამბობს თვითმხილველი. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ავტომობილი დაზიანდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.