ახალი ამბები

“სანამ წყლის პროექტი არ განხორციელდება, გზის მოწესრიგებას ვერ შევძლებთ” – ხაშურის მერი  

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი ამბობს, რომ ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჯერჯერობით ვერხერხდება, რადგან ჯერ სასმელი წყლისა და წყალანირების პროექტის განხორციელბა უნდა დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ, ჩიტიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა. 

“სამწუხაროდ, ხაშურში ვერ ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წყლის პროექტის გამო, რომელიც წელს იწყება შესაბამისად, ჩვენ შეთანხმებულები ვართ კომპანიასთან, რომ წლის სისტემის რეაბილიტაცია დიწყება რამდენიმე კრიტიკული ადგილიდან და ამას მოყვება უკვე ქუჩის პროექტირება. პირობითად, ავიღოთ რუსთაველის ქუჩა, შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთდეს ამ ქუჩაზე წყალგაყვანილობისა და წყალანირების დაქსელვა, პარალელურ რეჟიმში ამას მოყვება ქუჩის პროექტირება და ამ სამუშაოების დასრულების შემდგ, მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა”, – განმარტავს ხაშურის მერი. 

თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, მოსახლეობის უკმაყოფილების ესმის, რადგან ხაშურში გზები რთულ მდგომარეობაშია. 

“მოსახლეობა ყოველთვის უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სოფელში აგებთ გზას და ხაშურში არ აკეთებთ. მესმის მათი, იმიტომ რომ რა გზაც ახლა გვაქვს, იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მისი დროებითი აღდგენა, ორმოულების ამოვსებას ვეძახით ამას, შედეგს ვერ გვაძლევს”, – ამბობს ჩიტიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.