ახალი ამბები

“გული ადამიანობს”, – ქარელში თემურ თათარაშვილის კონცერტი გაიმართება

ქარელის კულტურის სახლში, 4 მარტს თემურ თათარაშვილის კონცერტი გაიმართება. 

კულტურის სახლის ინფორმაციით, კონცერტი კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

“ღონისძიება თემურ თათარაშვილის 40 წლიან სასცენო მოღვაწეობას ეძღვნება, რომლის სახელწოდებაც “გული ადამიანობს” არის”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კონცერტი 16:00-ზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი