ახალი ამბები

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე მოსაცდელს მოაწყობენ 

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების, გადახურული მოსაცდელის მშენებლობა იგეგმება.

სამუშაოებისთვის ხაშურის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 8 200 ლარი განისაზღვრა.

დოკუმენტაციის მიხედვით, მოსაცდელის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციითვის, ხაშურში მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი