ახალი ამბები

ბებნისის საჯარო სკოლამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

ბებნისის საჯარო სკოლამ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, – ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივი, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, სკოლაში შეგროვდა თბილი ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტში ჩართულები იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია მაჭარაშვი, ხელოვნების პედაგოგი ჟანა გიგუაშვილი, მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები, მშობლები. 

დატოვეთ კომენტარი