ახალი ამბები

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის მემორიალის მოწესრიგებას ითხოვენ 

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის მემორიალის მოყობას ითხოვენ, მემორიალის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებმა, რამაზი გელაშვილმა გაავრცელა.

“ეს არის ყიფიანის ქუჩაზე დიმიტრი ყიფიანის მემორიალი, ნახეთ რა მდგომარეობშია, აღარც ბარელიეფია დიმიტრი ყიფიანის და აღარც არაფერი. ხომ შეძლება მერიამ აღადგინოს ეს მემორიალი, დააყენოს დიმიტრი ყიფიანის ბარელიეფი, ტერიტორია მოაწყოს”, – წერს რამაზი გელაშვილი.

ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს იგეგმება. 

“დიმიტრი ყიფიანის მემორიალი 1989 წელს მოეწყო, სრულად მოწყობილი და დასრულებული იყო, შემდეგ 1992 წელს გაიძარცვა. ხაშურის მერია მის რეაბილიტაციას მიმდინარე წელს გეგმავს”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი