ახალი ამბები

“აღმოაჩინე გორი”  – ერისთავის თეატრში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო

“აღმოაჩინე გორი”,  – ერისთავის თეატრში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის გორის მრავალსაუკუნოვანი, მაგრამ მივიწყებული ისტორიის, ადგილობრივი ტრადიციების, გორში მცხოვრები და მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების გაცნობას.

პროექტის განხორციელებაში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.  

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარი, ანდრო მაჭარაძე ფიქრობს,  რომ ქალქს აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებსაც ჩამოსული ტურისტები უნდა იცნობდნენ.

“გორი ასოცირდება ერთ პიროვნებასთან და აქ ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა მიდის მხოლოდ მუზეუმში, თუმცა ქალაქს კიდევ ბევრი აქვს მოსაყოლი ადამიანებისთის. მაგალითად იმ ადამიანებით ვინც აქ დაიბადნენ, ან დაკავშირებული იყვნენ გორთან”, – ამბობს  ანტონ ვაჭარაძე.

მაჭარაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა რუკა, სადაც მონიშნულია ის მნიშვნელოვანი ადგილები, რისი დათვალიერებაც ტურისტებს შეუძლიათ.

“მთავარი იდეა არის ის, რომ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას, არა მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით, არამედ მსგავსი იდეებითაც. ჩვენ აპ პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ ორენოვანი რუკა, ,  რის საშუალებითაც ჩამოსულ ადამიანს მონიშნული ექნება ის ადგილები, რისი დათვალიერებაც შეუძლია.  ქალაქში 10 ადგილას დამონტაჟდა ინტერაქტიული ბანერი, საიდანაც QR კოდის საშუალებით გადადიან საიტზე და ნახულობენ ინფორმაციას გორის შეხაბებ”, – აღნიშნავს ვაჭარაძე.

პროექტი “აღმოაჩინე გორი” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა , პარტნიორ რგანიზაციებთან ერთად, USAID – ის და Zine Network – ის ფინანური მხარდაჭერით განახორციელა.

დატოვეთ კომენტარი