ახალი ამბები

კასპელი ძიუდოისტი ბულგარეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

კასპელმა ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ინფორაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავცელებს. მათი განმარტებით, დემეტრაშვილმა ჩემპიონატზე +100 კგ კატეგორიაში იასპარეზა.

“ირაკლი სოფელ თელიანის მკვიდრია, მან ვარჯიში სოფელ მეტეხში ნუგზარ მამულაშვილთან დაიწყო, რომელსაც მის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ 20 წლის ირაკლის და ნუგზარ მამულაშვილს დაუღალავი შრომის ფასად მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ”, – წერს კასპის მუნიციპალიტეტის მერია.

დატოვეთ კომენტარი