ახალი ამბები

გორელი მოჭადრაკე მარიამ ნუკრაძე შიდა ქართლის ჩემპიონი გახდა

გორში გაიმართა შიდა ქართლის ჩემპიონატი ჭადრაკში, 11 წლამდე ასაკის გოგონა მოჭადრაკეებს შორის, სადაც მარიამ ნუკრაძემ შიდა ქართლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, – ინფორმაცია ამის შესახებ გვერდმა “ოლიმპიური ჩემპიონი” გაავრცელა. 

“ვულოცავთ მარიამსა და მის მწვრთნელებს: გიორგი მაჭარაშვილს და დავით მაღალაშვილს”, – ნათქვამია გვერდის მიერ გავრველებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, მარიამ ნუკრაძე, 2021 წელს სასკოლო ონლაინ ჭადრაკში, 9 წლამდელთა შორის გამართული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ასევე მეორე პრიზიორი გახდა გასულ წელს  – საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში 11 წლამდელთა შორის. 

დატოვეთ კომენტარი