ახალი ამბები

სანამ არ ჩავიხოცებით, არ მოგვხედავენ – სოციალურად დაუცველთა პროტესტი გორში 

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.

“ღამეები არ გვძინავს, განსაკუთრებით მასშემდეგ რაც თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ძალიან საშიშია უკვე აქ ცხოვრობა”, – ამბობენ გილობრივები.

სოციალურად დაუცველებმა სხვა შენობაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართეს.

დატოვეთ კომენტარი