ახალი ამბები

“რუისში ქარელის მერიამ სკვერი უხარისხოდ მოაწყო” – ბონდო ბალიაშვილი

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ქარელის მერიამ სკვერი უხარისხოდ მოაწყო, რის გამოც მალევე დაზიანდა”,  – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ბონდო ბალიაშვილი.

მისი თქმით, სკვერი ადგილობრივების ინიციატივით სამი წლის წინ გაკეთდა. 

“ადგილი ჩემი მეგობრის საკუთრება იყო. შვილი დაეღუპა და მერიას სთხოვა სკვერი გაეკეთებინა, სკვერს “თეგას სკვერი” ჰქვია. სკვერში ცაცხვები დარგეს და ყველა გახმა. ბეტონი ისეა დაშლილი, აღარც ეტყობა, რა იყო იქ. სკამები, რომლებიც მერიამ გააკეთა, გამოუსადეგარი იყო, ვერ დაჯდებოდი, ისეთი ფორმის იყო.  უბანმა ავაგროვეთ ფული და მცენარეები დავრგეთ. სკამებიც ჩვენ მივიტანეთ”, – ამბობს ბონდო ბალიაშვილი. 

ბალიაშვილის თქმით, ადგილობრივები მერიას აღნიშნული სკვერის მოწესრიგებას სთხოვენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი