ახალი ამბები

ხაშურის სკოლებში ექიმის კაბინეტი მოეწყობა 

ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სკოლაში ექიმის კაბინეტი ეტაპობრივად მოეწყობა. როგორც ხაშურის რესურცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე ამბობს, აქამდე მხოლოდ 5 სკოლაში იყო ექიმის კაბინეტი. 

“ეტაპობრივარ ყველა სკოლას ეყოლება სკოლის ექიმი ან ექთანი, სამინისტრო ექიმის/ექთნის შტატი შეუთანხმა ყველა სკოლას და მოაწყო ყველა სკოლაში ექიმის კაბინეტი, აქამდე ხაშურის 5 სკოლაში იყო მსგავსი კაბინეტები მხოლოდ”, – ამბობს გოგუაძე. 

აღსანიშნავია, რომ 7 თებერვალს ექიმის კაბინეტმა მუშაობა დაიწყო ხაშურის #7 და #6 საჯარო სკოლაში.

ექიმის მოვალეობაა:

  • მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
  • ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია;
  • სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;

მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე).

დატოვეთ კომენტარი