ახალი ამბები

რუისში მინი სტადიონის მოსაწყობად ხელმოწერებს აგროვებენ 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მინი სტადიონის მოსაწყობად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ინიციატივის ავტორი ადგილობრივი მცხოვრები თეა ბუზალაძეა. როგორც ის ამბობს, რუისში მათ უბანს არ აქვს მინი სტადიონი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ ითამაშებენ.

“ადგილი, სადაც ბავშვები ყოველდღიურად თამაშობენ უსაფრთხო არ არის, რადგან გზის ნაპირია და ავტომანქანების სწრაფი მოძრაობაა. მერიაში გვეუბნებიან, რომ ტერიტორია, სადაც მინი სტადიონის გაკეთაბას ვითხოვთ კერძო საკუთრება, თუმცა რეალურ მესაკუთრეს ვერ ნახულობენ, ამიტომ გადავწყიტე მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება მინი სტადიონის მოსაწყობა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი და ახალგაზრდების მოთხოვნას გაითვალისწინებენ”, – ამბობს თეა ბუზალაძე.

ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძე განმარტავს რომ ის ადგილი, სადაც სტადიონის მოწყობა სურთ, კერძო საკუთრებაშია. მისი თქმით, რუისში ოთხი სტადიონი უკვე არსებობს. 

“რუისში ოთხი ხელოვნურ საფარიანი სტადიონია და ასევე ორი დიდი სტადიონი, მათ შორის “წინაუბანში”, ერთი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი, რომელსაც რებილიტაცია ორი წლის უკან ჩაუტარდა და განახლდა, ასევე ერთი დიდი სტადიონი წინა უბანშია”, – განმარტავს მაწონაძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი