ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლის ვაკანსიებია

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლის 4 ვაკანსიაა.

შსს-ს ინფორმაციით. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შემდგომ, სხვა ტერიტორიულ დანაყოფებშიც გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები.

რეფორმის ფარგლებში, კანდიდატთა შერჩევის მიზნით, ცხადდება კონკურსი მართლწესრიგის ოფიცრის, გამომძიებლის და უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე .

მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, ხოლო გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.

საქართველოს მასშტაბით პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენში 66 ადგილზეა ვაკანსია გამოცხადებული.

დატოვეთ კომენტარი