ახალი ამბები

33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა 

კარბში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულს ნაფიცმამსაჯულებმა განაჩენი გამოუტანეს. 

70 წლამდე ქალს 33 წლის თანასოფლელის მკვლელობისთვის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები მთელი დღის განმავლობაში მსჯელობნენ. 

ინფორმაციისთვის, გასული წლის ივლისში, სოფელ კარბში, სარწყავი წყლის გამო, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, 70 წელს გადაცილებულმა ქალმა ბლაგვი საგნით დაზიანება 33 წლის მამაკაცს მიაყენა, რომელიც მოგვიანებით “გორმედში” გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი