ახალი ამბები

მაღალმთიანი სოფლებისკენ მიმავალ გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა – კასპის მერია 

კასპის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო გზების გაწმენდა გახდა საჭირო, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“ა(ა)იპი „კასპის კეთილმოწყობის“ სამსახურის მიერ მაღალმთან სოფლებში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა, რათა გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას”, -ნათქვამია ინფორმაციაში. 

კასპის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორმა, ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ ტექნკური მარილის დაყრა სოფელების – ერთაწმინდის, ახალციხის, ნოსტეს და გუდალეთის მისასვლელ გზებზე გახდა საჭირო. 

დატოვეთ კომენტარი